ახალი სივრცე მეგობრობისა და წარმატებისთვის

როგორ შევადგინოთ CV 21-10-2010

 

დღესდღეობით იმისათვის, რომ დავსაქმდეთ აუცილებელია გვქონდეს CV. კარგი და საინტერესო CV-ის შესადგენად უნდა ვიცოდეთ რას ნიშნავს იგი და რა საჭიროა მისი დაწერა. 

Curriculum Vitae ლათინური სიტყვაა და ნიშნავს “ცხოვრების გზას”. CV არის თქვენი ავტობიოგრაფია, თუმცა იგი იწერება არა სტატიის სახით არამედ მოკლე და ლაკონური სტილით და შეიცავს მხოლოდ თარიღებსა და ფაქტებს.

CV-ს პირველი ნაწილი უნდა მოიცავდეს თქვენს პირად მონაცემებს, მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას დ.ა.შ. არ არის საჭირო CV-ში მიუთითოთ ისეთი დეტალები როგორიცაა სქესი და ოჯახური მდგომარეობა. საჭირო არაა დაურთოთ სურათი, თუ ამას დამქირავებელი არ ითხოვს.

CV-ს მეორე ნაწილი მოიცავს თქვენს სამუშაო გამოცდილებას დროის მონაკვეთების მიხედვით. შეგიძლიათ აღწეროთ ის მოვალეობები რომლებსაც ასრულებდით კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დროს.

შემდეგ იწერება განათლება და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ნაშრომები, სტატიები, პუბლიკაციები, უცხო ენების და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, დ.ა.შ.

CV-ს ბოლოში ერთვის რეკომენდატორთა მონაცემები. სასურველია დაურთოთ 2-3 რეკომენდატორი, მათი პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია.

აქვე იხილავთ CV-ის ნიმუშებს რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ შეადგინოთ თქვენი CV.

1. CV-ის ნიმუში
3. CV-ის ნიმუში
2. CV-ის ნიმუში