ახალი სივრცე მეგობრობისა და წარმატებისთვის

როგორ შევადგინოთ სამოტივაციო წერილი 21-10-2010

 

ხშირად, ვებ გვერდებსა და ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ ვაკანსიებში ითხოვენ არამარტო CV-ს არამედ სამოტივაციო წერილსაც. სამოტივაციო წერილი არის მცირე ტექსტი, რომელშიც ხსნით რატომ გინდათ კონკრეტულ კომპანიაში მუშაობა. სამოტივაციო წერილი იმისთვისაა საჭირო, რომ დამქირავებელმა გაიგოს რამდენად სერიოზულია თქვენი მისწრაფებები. სამოტივაციო წერილის წერისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • დასაწყისში აუცილებლად უთითებთ თარიღს;
  • შემდეგ წერთ თქვენს სახელს და საკონტაქტო ინფორმაციას;
  • შემდეგ იწერება იმ ადამიანის მონაცემები, ვის სახელზეც წერილს აგზავნით. თუ არ იცით კონკრეტულად ვის წერთ უბრალოდ დაწერეთ “მოგესალმებით”.
  • პირველ აბზაცში წარადგენთ საკუთარ თავს და მოკლედ მიმოიხილავთ თქვენს სამუშაო გამოცდილებას და განათლებას.
  • მეორე აბზაცში საუბრობთ საკუთარ დადებით თვისებებზე და მიღწევებზე, რომლებიც სხვა აპლიკანტებისგან გამოგვარჩევს.
  • ბოლოს კი წერთ რა გინდათ მოხდეს მას შემდეგ რაც მენეჯერი წერილს წაიკითხავს (მაგ. “მოხარული დავრჩები  თუკი დამითმობთ დროს გასაუბრებაზე, რათ უკეთ განვიხილოთ პოზიციასთან დაკავშირებული დეტალები”) და იხდით მადლობას ყურადღებისთვის.
  • წერილის ბოლოს იწერება “პატივისცემით” და თქვენი სახელი და გვარი.

 

აქვე გთავაზობთ სამოტივაციო წერილის რამოდენიმე ნიმუშს, მოცემული მაგალითების მიხედვით შეგიძიათ თქვენი სამოტივაციო წერილის შედგენა.

1. სამოტივაციო წერილის ნიმუში
2. სამოტივაციო წერილის ნიმუში