ახალი სივრცე მეგობრობისა და წარმატებისთვის

საქართველოს რესპუბლიკის კანონი ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ 28-10-2010

ომისა და შეიარაღებული ძალების  ვეტერანების შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეების ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად.

 თავი I. ზოგადი დებულებანი

 

            მუხლი 1. სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ

            სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ ითვალისწინებს:

            1. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნას;

            2. სახელმწიფო და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დაგენილი სამართლებრივი და სოცილურ-ეკონომიკური შეღავათების გარანტიების, მათი პრაქტიკული შესრულებისათვის ღონისძიებათა სისტემას;

            3. საქართველოს რესპუბლიკის, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ვეტერანების სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის პროგრამებისათვის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას.

 

            მუხლი 2. ვეტერანების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა             ვეტერანების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა მოიცავს ამ კანონს, საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტებს, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებებს. თუ საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების წესები.

            სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, სამნისტროებს, უწყებებს, საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, კონცერნებს, ასოციაციებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და არსებული თავისუფალი სახსრებისა და საშუალებების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ურთიერთობის შეუცვლელად შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ვეტერანების სოციალური დაცვის დამატებითი შეღავათებისა და წახალისების შესახებ, რომლებიც ამ კანონით არ არის გათვალისწინებული.

            საქართველოს რესპუბლიკის ვეტერანებს ენიჭებათ ამ კანონით, საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებები და შეღავათები. დაუშვებელია ადრე მოქმედი შეღავათების, უპირატესობების, უფლებების, დახმარების გაუქმება ან გაუარესება, თუ არ იქნა სხვა ტოლფასი აქტები.

 

            მუხლი 3. ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების

                            სოციალური დაცვის უზრუნველყოფა

            ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.

 

            მუხლი 4. ვეტერანების სოციალური დაცვის ღონისძიებათა დაფინანსება

            საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს ვეტერანებისათვის ამ კანონით დაწესებული უფლებებისა და შეღავათების რეალიზაციას და სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად სახსრების გამოყოფას.

            დამატებითი სახსრების მიღება ვეტერანების სოციალური დაცვის ამ კანონით განსაზღვრული ღონისძიებების დასაფინანსებლად, დადგენილი წესით, შეიძლება ნებისმიერი კანონიერი წყაროდან საბიუჯეტო ურთიერთობის შეუცვლელად.

            ვეტერანების სოციალური დაცვის ის ღონისძიებები, რომლებიც დააწესეს ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებმა, ფინანსდება ავტონომიური რესპუბლიკური ბიუჯეტისა და სხვა კანონიერი წყაროების ხარჯზე.

            ვეტერანების სოციალური დაცვის ღონისძიებები, რომლებიც დააწესეს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა, ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე. ვეტერანთა საზოგადოებრივ გაერთიანებებში ნებაყოფლობით შესულ ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს იყენებენ ეს ორგანიზაციები დადგენილი წესით. 

 

           მუხლი 5. კანონის მოქმედების სფერო

            ეს კანონი ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე, რომლებიც ადრე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ცნობილი იყვნენ ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანებად ან ცნობილი არიან ვეტერანებად ამ კანონის შესაბამისად. 

 

            მუხლი 6. ვეტერანთა კატეგორიები

            ამ კანონით დადგენილია ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები:

            1. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათან გათანაბრებული პირები;

            2. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მთთან გათანაბრებული პირები;

            3. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

            4. შეიარაღებული ძალების ვეტერანები.

 

            მუხლი 7. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და

                             მათთან გათანაბრებული პირები

            მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან:

            1. სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარნი), რომლებიც გადიოდნენ სამხედრო სამსახურს ან დროებით იმყოფებოდნენ მეორე მსოფლიო ომის ან სამშობლოს დაცვის სხვა საბრძოლო ოპერაციების დროს მოქმედი არმიის შემადგენლობის სამხედრო ნაწილებში, შტაბებსა და დაწესებულებებში, აგრეთვე ომის წლებში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი პარტიზანები და იატაქვეშა ორგანიზაციების წევრები;

            2. სახედრო მოსამსახურეები, მათ შორის სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარნი), აგრეთვე შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების რიგითი და მეთარუთა შემადგენლობის პირები, რომლებიც ომის წლებში გადიოდნენ სამსახურს ქალაქებში, რომელთა დაცვაში მონაწილეობა ჩაითვლება წელთა ნამსახურობაში შეღავათიანი პირობებით პენსიის დანიშვნისათვის, რაც დაწესებულია მოქმედი არმიის სამხედრო ნაწილთა სამხედრო მომსახურისათვის;

             3. არმიის, ფლოტის, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების ნებაყოფდობით დაქირავებული პირები, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეკავათ საშტატო თანამდებობები მოქმედი არმიის შემადგნლობაში შემავალ სამხედრო ნაწილებში, შტაბებსა და დაწესებულებეში ან რომელიც ამ პერიოდში იმყოფებოდნენ ქალაქებში, რომელთა დაცვაში მონაწილეობა ჩაითვლება წელთა ნამსახურებაში შეღავათიანი პირობებით პენსიის დასანიშნავად, რაც დაწესებულია მოქმედი არმიის სამხედრო ნაწილების სამხედრო მოსამსახურეებისათვის;

            4. დაზვერვისა და კონტრდაზვერვის თანამშრომლები და სხვა პირები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სპეციალურ დავალებებს ასრულებდნენ მოქმედი არმიის ნაწილებში, მტრის ზურგში ან სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე;

            5. სამხედრო ობიექტებისა და საწარმოების, სახალხო კომისარიატების მუშა-მოსამსახურეები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს გადაყვანილი იყვნენ სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობაზე და ასრულებდნენ მოქმედი არმიისა და ფლოტისათვის სამხედრო დაკვეთებს, აგრეთვე ზურგის მუშაკები, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ორდენებითა და მედლებით ომის წლებში მამაცური შრომისათვის, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების (მათ შორის კულტურისა და ხელოვნების) მუშაკები, ცენტრალური გაზეთების, ჟურნალების, სატელეგრაფო სააგენტოს, საინფორმაციო ბიუროთა კორესპონდენტები, დოკუმენტური კინოფილმების ცენტრალური სტუდიის (კინოქრონიკის) კინოოპერატორები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის წლებში მივლინებული იყვნენ მოქმედ არმიაში;

            6. გამანადგურებელი ბატალიონების, ოცეულებისა და სახალხო დაცვის რაზმების მოსამსახურეები, მათ შორის სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარნი) შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მებრძოლები და მეთაურთა შემადგენლობის პირები, რომლებიც ომის დროს მონაწილეობდნენ მთავრობის საბრძოლო დავალებათა შესრულებაში;

            7. პირები, რომლებიც პარტიზანული რაზმების, იატაქვეშელთა ჯგეფებისა და ანტიფაშისტური ფორმირებების შემადგენლობაში მონაწილეობდნენ ფაშისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე;

            8. სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვილები (გადამდგარნი), რომლებიც 1941 წლის 22 ივნისიდან 1945 წლის 3 სექტემბრამდე გადიოდნენ სამხედრო სამსახურს იმ სამხედრო ნაწილებში, დაწესებულებესა და სამხედრო სასწავლებლებში, რომლებიც არ შედიოდნენ მოქმედი არმიის შემადგენლობაში და დაჯილდოებული არიან მედლით "1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვებისათვის" ან მედლით "იაპონიაზე გამარჯვებისათვის";

            9. პირები, რომლებიც ომის წლებში მუშაობდნენ საჰაერო თავდაცვის, ადგილობრივი თავდაცვის ობიექტებზე, აგრეთვე თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობებზე, საზღვაო ბაზებში, აეროდრომებსა და სხვა სამხედრო ობიექტებზე მოქმედი ფრონტის ზურგში და რკინგზისა და საავტომობილო გზების ფრონტისპირა უბნებზე;

            10. ომის დასაწყისში სხვა სახელმწიფოების ნავსადგურებში ინტერნირებული სატრანსპორტო ფლოტის ხომალდების ეკიპაჟის წევრები;

            11. პირები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის წლებში ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების დავალებით აგროვებედნენ საბრძოლო მასალებს და სამხედრო ტექნიკას, განაღმავდნენ ტერიტორიებსა და ობიექტებს;

            12. პირები, რომლებიც ქალაქ ლენინგრადის ბლოკადის პერიოდში 1941 წლის 8 სექტემბრიდან 1944 წლის 27 იანვრამდე მუშაობდნენ მის საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში და დაჯილდოებული არიან მედლით "ლენინგრადის დაცვისათვის" ან ნიშნით "ლენინგრადის ბლოკადის მცხოვრებს";

            13. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საკონცეტრაციო ბანაკებსა და გეტოებში იძულებით პატიმრობაში მყოფი მეომრები და სხვა პირები, რომლებსაც დამატყვევებელი მხარის სასარგებლოდ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა არ მიუღიათ ნებაყოფლობით და ყოფილი არასრულწლოვანი პატიმრები.

სამხედრო ნაწილების, შტაბებისა და დაწესებულებების ნუსხას, რომლებიც ომის წლებში შედიოდნენ მოქმედი არმიის შემადგენლობაში, აგრეთვე ნუსხას იმ ქალაქებისა, რომელთა დაცვაში მონაწილეობა ჩაითვლება წელთა ნამსახურობაში შეღავათიანი პირობებით პენსიის დასანიშნავად, რაც დაწესებულია მოქმედი არმიის საბრძოლო ნაწილების სამხედრო მოსმსაახურეებისათვის, ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის წარდგინებით.

 

            მუხლი 8. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების

                            ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები

            სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან:

            სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარი), სამხედრო შეკრებებზე გაწვეული რეზერვისტები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანების რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, ამ ორგანთა თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც სახელმწიფო ხელისუფლების მიერ გაგზავნილი იყვნენ და მონაწილეობდნენ სხვა სახელმწიფოებში საბრძოლო მოქმედებებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. სხვა კატეგორიის პირებისათვის სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანის სტატუსს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.

 

            მუხლი 9. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის,

                             თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო

                           მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები

            საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან:

            1) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რეგულარული არმიის, სახალხო გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილები /გადამდგარნი/, მილიციის მუშაკები და ამ ფორმირებებში მოხალისედ შესული სამოქალაქო პირები, რომლებიც 1918-1921 წლებში მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დასაცავად და მისი ტერიტრიული მთლიანობის შესანარჩუნებლად;

            2) 1921-1924 წლებში საქართველოს ეროვნული მოძრაობის ან დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილენი;

            3) საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენაჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაინვალიდნენ ან დაჯილდოვდნენ ორდენებითა და მედლებით. 

 

            მუხლი 10. შეიარაღებული ძალების ვეტერანები

            შეიარაღებული ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის, საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგანი ჯარების, სახელმწიფო უშიშროების ჯარების, სასაზღვრო ჯარების, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაჯილდოვებული არიან ორდენებითა და მედლებით ან საუწყებო წარჩინების ნიშნებით და აქვთ წელთა ნამსახურობისათვის პენსიის უფლება, მათ შორის სამხედრო სამსხურიდან თადარიგში დათხოვნილები /გადამდგარნი/, აგრეთვე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაინვალიდნენ სამხედრო სამსხურის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად.

 

            მუხლი 11. მეორე მსოფლიო ომისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე

                              საბრძოლო მოქმედების ინვალიდობის განსაზღვრა

            მეორე მსოფლიო ომისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ინვალიდებს მიეკუთვნებიან:

            1) მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოქმედი არმიის სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილები /გადამდგარნი/, პარტიზანები, აგრეთვე საპენსიო უზრუნველყოფის მხრივ სამხედრო მოსამსახურეებთან გათანაბრებული შესაბამისი კატეგორიის მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც დაინვალიდნენ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ფრონტზე, სამხედრო მოქმედების რაიონში, რკინიგზისა და საავტომობილო გზების ფრონტისპირა უბნებში, თავდაცვითი ზღუდეების, სამხედრო-საზღვაო ბაზებისა და აეროდრომების მშენებლობის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;

            2) სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, რომლებიც დაინვალიდნენ მეორე მსოფლიო ომისა და შემდგომ პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;

            3) შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, რომლებიც დაინვალიდნენ საბრძოლო მოქმედებების რაიონებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;

            4) სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, გამანადგურებელი ბატალიონების, ოცეულებისა და სახალხო დაცვის რაზმეულის მებრძოლები და მეთაურები, რომლებიც დაინვალიდნენ მთავრობის საბრძოლო დავალებების შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;

            5) პირები, რომლებსაც ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა ომის წლებში დაავალეს საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკის შეგროვება, ტერიტორიებისა და ობიექტების განაღმვა და დაინვალიდნენ ამ პერიოდში მიღებული ჭრილობის, კონტუზიის ან დასახიჩრების შედეგად;

            6) მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც ემსახურებოდნენ სხვა სახელმწიფოში მოქმედ სამხედრო კონტიგენტს და დაინვალიდნენ საბრძოლო მოქმედების პერიოდში ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად.

 

            მუხლი 12. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის,

                               თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო

                               მოქმედების ინვალიდობის განსაზღვრა

            საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდებს მიეკუთვნებიან:

            1) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რეგულარული არმიის, სახალხო გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილები /გადამდგარნი/, მილიციის მუშაკები და ამ ფორმირებებში მოხალისედ შესული სამოქალაქო პირები, რომლებიც 1918-1921 წლებში მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დასაცავად და მისი ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად და დაინვალიდნენ საბრძოლო მოქმედების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;

            2) საქართველოში 1921-1924 წლებში ეროვნული მოძრაობის ან დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილენი, რომლებიც დაინვალიდნენ ამ პერიოდში საბრძოლო მოქმედების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;

            3) საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილენი, რომლებიც დაინვალიდნენ საბრძოლო მოქმედების პერიოდში მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად.

 

თავი II. ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული

პირების სოციალური დაცვა

 

            მუხლი 13. ვეტერანების სოციალური დაცვა

            ვეტერანების სოციალური დაცვა ითვალისწინებს მათთვის შემდეგ შეღავათებს:                   

1) საპენსიო უზრუნველყოფას, კანონმდებლობის შესაბამისად დახმარების მიცემას;

            2) შეღავათებს საყოფაცხოვრებო-კომუნალურ და სავაჭრო მომსახურებაში;

            3) სამედიცინო, საპროთეზო-ორთოპედიულ დახმარებას, სანიტარიულ-საკურორტო მკურნალობას, სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფას;

            4) ტრანსპორტით უზრუნველყოფის და მგზავრობით სარგებლობის შეღავათიან პირობებს;

            5) დახმარებას შრომითი მოწყობის, სწავლების, გადამზადების და შრომის პირობების გაუმჯობესებაში;

            6) კავშირგაბმულობის საშუალებებით, კულტურულ-სანახაობრივი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების შეღავათიანი მომსახურებით სარგებლობას;

            7) სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის დაწესებულებებით სარგებლობას.

 

            მუხლი 14. მეორე მსოფლიო ომის  ინვალიდების, სხვა სახელმწიფოთა

                              ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების და საქართველოს

                              რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა

                              და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების

                              ინვალიდების სოციალური დაცვა

            მე-11 და მე-12 მუხლებში აღნიშნული ინვალიდების სოციალური დაცვის მიზნით წესდება შემდეგი უფლებები და შეღავათები;

            1) პენსიების მომატება და ინდექსაცია საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

            2) განთავისუფლება ყველა სახის სახელმწიფო დაბეგვრისაგან;

            3) ბიუჯეტის სახსრებიდან შესაძლებლობის შემთხვევაში შეღავათიანი პირობებით ერთჯერადი კრედიტის მიღება ბინის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა და საბაღე სახლის შესაძენად /ასაშენებლად/, საბაღე-საბოსტნე მიწის ნაკვეთის, დამხმარე ან ფერმერული მეურნეობის მოსაწყობად კრედიტის მესამე წლის დასაწყისიდან ათი წლის განმავლობაში დაფარვის პირობით;

            4) მომუშავე ინვალიდებისათვის დროებითი გაცემა ხელფასის 100 პროცენტის ოდენობით და საერთო დაავადების შედეგად დროებითი შრომისუუნარობის დროს დახმარების გაცემა ზედიზედ ოთხ თვემდე, ხოლო კალენდარული წლის განმავლობაში - ხუთ თვემდე;

            5) დახმარება კუთვნილი საცხოვრებელი სახლის შეკეთებაში ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული პირობებით;

            6) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით საკარმიდამო მიწის ნაკვეთის უფასოდ მიღების უპირატესი უფლება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ან მებაღეობა-მებოსტნეობის მეურნეობის მოსაწყობად;

            7) ინდივიდუალური სახლის მშენებლობისათვის ადგილობრივი საშენი მასალების პირველ რიგში გამოყოფისა და მიღების უფლება ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული პირობებით;

            8) დაკავებული სასამსახურო საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლების დაუშვებლობა სამაგიეროს მიუცემლად;

            9) მათთან მცხოვრები პენსიონერების, ინვალიდების ან ოჯახის შრომისუუნარო წევრების განთავისუფლება საცხოვრებელი ფართობის ქირისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების /გათბობა, წყალი, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანა, გაზი, ელექტრო და თბოენერგია, რადიო, ტელეფონი, გარდა საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საუბრებისა, კოლექტიური ანტენა /ღირებულების გადასახადისაგან, თუ ამ მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო;

            10) იმ სახლებში მცხოვრები ინვალიდებისათვის,სადაც არ არის ცენტრალური გათბობა, მოსახლეობისათვის მისაყიდი სათბობის ღირებულებისა და მისი მიტანის ხარჯების 50 პროცენტის ფასდაკლებით გადახდა და მათი პირველ რიგში უზრუნველყოფა სათბობით, თუ ამ მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო;

            11) გაზრდილი და პირველი მოთხოვნილების სურსათის და სამრეწველო საქონლის შესაძენად სპეციალიზებული მაღაზიებით, სექციებითა და განყოფილებებით სარგებლობა;

            12) რიგგარეშე და შეღავათიანი მომსახურება ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოებში, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო სამსახურში;

            13) პენსიაში გასვლის შემდეგ სახელმწიფო და მუნიციპალურ ამბულატორიულ-კლინიკური დაწესებულებების, პოლიკლინიკების მომსახურებით სარგებლობა, რიგგარეშე მომსახურება და ყოველწლიური დისპანსერიზაცია, ჰოსპიტალიზაცია, ჰოსპიტლებსა და სხვა სახელმწიფო და მუნიციპალურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებეში რიგგარეშე უფასო მკურნალობა სახელმწიფოს ხარჯზე;

            14) სამედიცინო დაწესებულებათა დასკვნის საფუძველზე სპეციალურ სარეაბილიტაციო ცენტრში ჯანმრთელობის აღსადგენი მკურნალობის უფასოდ ჩატარება სახელმწიფოს ხარჯზე;

            15) რეცეპტით გასაცემი წამლებით უფასო უზრუნველყოფა აფთიაქების სახელმწიფო ქსელში; ექიმის დასკვნით I ჯგუფის ინვალიდებისათვის წამლებით ბინაზე მიტანით მომსახურება; ერთ-ერთ სახელმწიფო აფთიაქზე მიმაგრება;

            16) კბილების პროთეზის უფასოდ დამზადება და შეკეთება /ძვირფასი ლითონების პროთეზის გარდა/ სახელმწიფო სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აგრეთვე სხვა პროთეზით და საპროთეზო-ორთოპედიული ნაკეთობებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს ხარჯზე;

            17) სამედიცინო დასკვნის საფუძველზე სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით წელიწადში ერთხელ სანატორიუმის, დასასვენებელი სახლისა და პროფილაქტორიუმის უფასო საგზურით უზრუნველყოფა სახელმწიფოს ხარჯზე. ინვალიდებს საგზურს მისცემენ ის ორგანოები, სადაც ისინი იღებენ პენსიას. თუ საგზური მიეცემა პირველი ჯგუფის ინვალიდს, მაშინ ასეთივე საგზური ეკუთვნის იმ მომვლელს, რომელიც ინვალიდს აცილებს სანატორიუმამდე და მასთან ერთად იმყოფება. სურვილის მიხედვით, ინვალიდს ორ წელიწადში ერთხელ სანატორიუმის ან დასასვენებელი სახლის საგზურის ნაცვლად ეძლევა კომპენსაცია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;

            18) ინვალიდი ვეტერანების ბავშვების უზრუნველყოფა საბავშვო-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების უფასო საგზურით სახელმწიფოს ხარჯზე;

            19) ხელსაყრელ დროს ყოველწლიური ფასიაანი შვებელებით და წელიწადში ერთხელ ერთი თვის დამატებითი უხელფასო შვებულებით სარგებლობის უფლება. თუ ომის I და II ჯგუფის ინვალიდებს სამკურნალოდ ან სანატორიუმში წასასვლელად და უკან დასაბრუნებლად არ ჰყოფნით მორიგი და დამატებითი შვებულება, ნებადართულია, გაუფორმდეთ საავადმყოფო ფურცელი საჭირო დღეების რაოდენობით და მიეცეთ დახმარება სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ხაზით, იმის მიუხედავად, თუ ვინ და ვის ხარჯზე

ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 962-Iს 1997-10-19